გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები

საგანი: მათემატიკა
კლასი: X
პედაგოგი: მერი გელაშვილი

გაკვეთილის მთავარი თემა
მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხი.წერტილოვანი და სვეტოვანი დიაგრამები
სწავლების საფეხური
X  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე  სსსმ არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მონაცემთა ანალიზსა და სტატისტიკაში.განუვითარდებათ ალბათურ-სტატისტიკური აზროვნების უნარი.გაიფართოვებენ ცოდნას ამ თემის შესახებ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
X.13.მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
  • იყენებს მონაცემთა  შეგროვების ხერხებს
  • ატარებს სტატისტიკურ   ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
X.14.მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
  • ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას,ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამა.
  • ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას,მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მონაცემთა შეგროვება,მონაცემთა კლასიფიკაცია და სიხშირეთა ცხრილები.იცის MS PP-ს გამოყენება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეების შეფასდებიან განმსაზრვრელი/ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,კომპიუტერი, ინტერნეტი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა (10წთ)
მისალმება/ორგანიზება
მიზნების და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
საშინაო დავალების შემოწმება;
გონებრივი იერიში/კითხვები მონაცემთა მონაცემთა მოპოვების ხერხებზე, კლასიფიკაციასა და მათი წარმოდგენის საშუალებებზე.მოგვყავს შესაბამისი მაგალითები ყოფა-ცხოვრებიდან.
B ფაზა/ცოდნის კონსტრუირება(25 წთ)
ახალი გაკვეთილის ახსნა და გაცნობა მონაცემთა სხვადასხვა ხერხების გამოყენების შესახებ.ვაცნობ როგორ უნდა ააგონ წერტილოვანი,სვეტოვანი და წრიული დიაგრამები.შემდგომ მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა,თითოეულ ჯგუფს ევალება სავარჯიშოებში მითითებული მონაცემების მიხედვით გამოთვალონ რიცხვითი მახასიათებლები,ააგონ სიხშირეთა ცხრილები,სვეტოვანი,წრიული და ხაზოვანი დიაგრამები.
ჯგუფების ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას.ამასთან ყოველი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
C ფაზა გამთლიანება/რეფლექსია (10წთ)
ახსნილი გაკვეთილიდან საკლასოს წერა,ასევე გაკვეთილის შეჯამების მიზნით ვიყენებ მეთოდს 3,2,1 და მოსწავლეებს ვთხოვ წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე დაწერონ:
3 რაც ყველაზე საინტერესო იყო და კარგად დაამახსოვრდათ,2 რამ მათთვისდ ახალი იყო და 1 რამ ,რაზეც უფრო მეტი უნდათ,რომ გაიგონ და ბოლოს მივცემ საშინაო დავალებას









გაკვეთილის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს
მოსწავლემ იცის მონაცემების შეგროვება
მოსწავლემ იცის მონაცემების შეგროვების რამდენიმე ხერხი
მოსწავლემ ძალიან კარგად იცის მონაცემების შეგროვების ხერხების გამოყენება
ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს
მოსწავლემ მეტ-ნაკლებად იცის                 არ იცის სტატისტიკური ექსპერიმენტის ჩატარება
მოსწავლემ საშუალოდ იცის სტატისტიკური ექსპერიმენტი როგორ უნდა ჩაატაროს და აგრეთვე იცის მონაცემების შეგროვება
მოსწავლემ ძალიან კარგად იცის სტატისტიკური ექსპერიმენტის ჩატარება და მონაცემების შეგროვება
ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას
მოსწავლემ იცის თავის არჩევანის დასაბუთება და ცხრილის შედგენა,მაგრამ არ იცის თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემების წარმოდგენის გრაფიკული ფორმა
მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ცხრილისა და დიაგრამის შედგენა
მოსწავლემ ძალიან კარგად იცის გრაფიკული ფორმის წარმოდგენა,თავისიარჩევანის დასაბუთება და ამასთანავე ქმნის ცხრილებს და დიაგრამებს
ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას,მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე
მოსწავლე ახდენს  მონაცემების დაჯგუფებას/დალაგებას მაგრამ უჭირს მსჯელობა დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე
მოსწავლეს შეუძლია მ მონაცემების დაჯგუფება /დალაგება და ნაკლებად მსჯელობს დაჯგუფება/დალაგების პრინციპზე
მოსწავლემ ძალიან კარგად იცის მონაცემების დაჯგუფება/დალაგებას და ასევე მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე



მასწავლებლის თვითშეფასების კითხვები



კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
ცუდი
1.სწორად შევძელი დროის გადანაწილება
2. ვუზრუნველყავი  მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა
3.  სწორად მქონდა გაკვეთილის მიზანი განსაზღვრული
4. სწორად მქონდა შერჩეული მიზნის მისაღწევი აქტივობა
5. აქტივობები მორგებული იყო მასწავლებელთა  შესაძლებლობებს და დონეს
6. მივაღწევ თუ არა შედეგს
7. შეფასების დროს  ვიყავი თუ არა ობიექტური და ადეკვატური











No comments:

Post a Comment

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში

რეფლექსია  გავეცანით სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებს და მნიშვნელობებს, პრეზენტაციას PP(power point ), მასწავლებლის კომპეტეც...