პროექტები

პროექტი


პროექტის სახელწოდება
ჩემი სოფლის მოსახლეობის სატატისტიაკა
პროექტის მთავარი იდეა
მარტივი მათემატიკურიგამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლელთათვის მისი მნიშვნელობის გააზრება,რომ ბუნებაში ყველაფერი უბრალო ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს. მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვის ტექნიკის ათვისება მოსწავლეების მიერ კომპიუტერის გამოყენებით.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
აქტუალურია იმდენად რომ მოსწავლეები გაუზიარებენ თავის აზრებს და ნაშრომებს სხვებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა. ასაევე მნიშვნელოვანია ცხრილებისა და დიაგრამების აგება კომპიუტერში რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
პროექტის მიზნები
განუვითარდებათ მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახავს ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
მოსწავლეთა ასაკი
16-17 ასაკის
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
სტატისტიკური მასალა, პრეზენტაციას, ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფურცელი,კალამი,სახაზავი,კომპიურერი,
ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები იყოფიან  ჯგუფებად,
გადიან თავის სოფელში და აწარმოებენ გამოკითხვებს, რამდენი მაცხოვრებელია სოფელში;აქედან რამდენია ქალი და რამდენია მამაკაცი.პირველი ჯგუფი აწარმოებს გამოკითხვას სოფელში რამდენი მაცხოვრებელია ქალი.მეორე ჯგუფი კი სოფელში რამდენი მაცხოვრებელია მამაკაცი.შემდეგ ამ ორ კატეგორიას ქვეკატეგორიებად ახარისხებენ. მაგალითად: მამაკაცებს შორის რამდენია 18 წლამდის, 18-დან 40 წლამდე და 40 წლის ზემოთ.იგივეს აკეთებენ ქალებზეც. შემდეგ მონაცემებს სვავენ  ცხრილში და გამოსახავენ სვეტოვანი დიაგრამის სახით.ამის მერე ბავშვები აწარმოებენ პროცენტულ გამოთვლებს.მაგალითად:  მოსახლეობის რამდენი პროცენტია ქალი/კაცი.ქალების რამდენი პროცენტია 18 წლის/18-40  წლის /40 ზევით.იგივე გამოთვლებს გააკეთებენ მამაკაცებზეც. მოსწავლეები  აკეთებენ პატარა პრეზენტაციას და წარმოადგენენ;უზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს. მაგალითისთვის ვთქვათ სოფელში არის 300 აქედან 190 მამაკაცი და 110 ქალი;
მამაკაცებიდან 60 18  წლისაა,65 18-40 წლის და 40 წელს ზემოთ 65.
ქალებიდან 40 18 წლისაა, 30 18-40 წლის და 40 წელს ზემოთ 40.ამ მონაცემებს მოსწავლეები წარმოადგენენ ცხრილის სახით და შემდგომ სვეტების სახით.

ასაკი
ყველა ასაკის
18 წლამდის
18-40 წელი
40 და ზემოთ
ქალები
110
40
30
40
მამაკაცები
190
60
65
65
სულ
300
100
95
105

მოძიებული და შეგროვებული მასალის საფუძველზე მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას თემაზე” ჩემი სოფლის მცხოვრებთა სტატისტიკა და ასახავენ ბლოგზე.ასევე მოსახლეობას რომ გავაცნო სოფლის სტატისტიკა შევქმნი ბროშურებს,ბუკლეტებს და ისე გავაცნობ.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
მათემატიკა ,გეოგრაფია,ისტი.
პროექტის ხელმძღვანელი
მერი გელაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
merigelashvili23@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http;//mrigelashvili23.blogspot.com



სასწავლო პროექტის განხორციელებისას ისტ-ის გამოყენებით შეფასების რუბრიკა


კატეგორია
კრიტერიუმი
შეფასება
მიღებული ქულა
მომზადების ეტაპი
მოუწესრიგებელია;არ ვარის გამოყენებული ისტ-ი
1-3

მოუწესრიგებელია;ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით.
4-5
ისტის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.
6-7
კარგად არის ორგანიზებული.გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები
8-10
გუნდურ  პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი
ისტ-ი ნარა არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას .
1-3

მოუწესრიგებელია;ისტ-ის გამოყენებულია მზოლოდ ერთი მოსწავლის მიერ,არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.
4-5
მოწესრიგებულია; ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია,ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან.
6-7
კარგად არის ორგანიზებული.ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება.
8-10
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი
ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
1-3

მოუწესრიგებელია;ისტ-ი გამოყენებულიამცირე დოზით არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა
4-5
მოწესრიგებულია;ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.
6-7
კარგად არის ორგანიზებული.გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა.
8-10
ქულათა ჯამი

საბოლოო შეფასება
ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე




No comments:

Post a Comment

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში

რეფლექსია  გავეცანით სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებს და მნიშვნელობებს, პრეზენტაციას PP(power point ), მასწავლებლის კომპეტეც...